„ბალნეოკურორტ წყალტუბოს“ და შპს „პროფკურორტს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების წევრები მიიღებენ 30 %-იან ფასდაკლებას „ბალნეოკურორტში“ არსებულ სამკურნალო და გამაჯანსაღებელ პროცედურებზე.
„ბალნეოკურორტი წყალტუბო“ არის უნიკალური ადგილი მისი ისტორიითა და ადგილმდებარეობით, იგი გამოირჩევა რადონული მინერალური წყლებით, ჯანმრთელობაზე ზრუნვის 100-წლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით. კოპლექსში წარმოდგენილია მრავალფეროვანი სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო პროცედურები.
მემორანდუმი გაფორმდა „ბალნეოკურორტ წყალტუბოსა“ და შპს „პროფკურორტს“ შორის პროფკავშირების გაერთიანების შენობაში 30 იანვარს. შპს პროფკურორტი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში შემავალ ყველა დარგს გააცნობს მემორანდუმის შინაარსსა და პირობებს.
წყარო:
http://bit.ly/2TGBkk7
http://bit.ly/2Ty5Op4