balneoresort

2018 წლის 21 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და  „ბალნეოკურორტ წყალტუბოს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც თავდაცვის სამინისტროს ყველა თანამშრომელი, სამხედრო მოსამსახურე და მათ ოჯახის წევრები მიიღებენ 33 %-იან ფასდაკლებას  „ბალნეოკურორტში“ არსებულ სამკურნალო და გამაჯანსაღებელ პროცედურებზე.

„ბალნეოკურორტი წყალტუბში“ სხვა მრავალ  პროცედურასთან ერთდ ხდება ისეთი ტიპის დაავადებების პრევენცია და მკურნალობა რაც დაკავშირებულია სამხედო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების სამსხურეობრივ მოვალეობებთან.
 

„ბალნეოკურორტი წყალტუბო“ არის უნიკალური ადგილი მისი ისტორიითა და ადგილმდებარეობით, იგი გამოირჩევა რადონული მინერალური წყლებით, ჯანმრთელობაზე ზრუნვის 100-წლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით. კოპლექსში წარმოდგენილია მრავალფეროვანი სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო პროცედურები.
 

ჩვენთვის დიდი პატივია, ამ მემორანდუმის თანახმად მივიღოთ და ვუმასპინძლოთ როგორც თავდაცვის სამინისტროს ყველა თანამშრომელს ასევე  ქართველ სამხედროებსა და ჯარისკაცებს და მადლობა გადავუხადოთ მათ ქვეყნის სამსახურში ყოფნისა და გაწეული თავდადებისთვის.

ჩვენი უნიკალური გამაჯანსაღებელი პროცედურებით გვსურს  წვლილი შევიტანოთ მათი ფიზიკური სიძლიერისა და სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებაში. ჩვენ გვეამაყება ქართული ჯარი.

წყარო:
http://bit.ly/2VY72GL
http://bit.ly/2VRAfTK

Article Author , 2021-02-07