balneoresort

კჯანმრთელობა კოვიდის შემდეგ - პოსტკოვიდური სინდრომი 
COVID-19 ამწვავებს ხერხემლის და სახსრების დაავადებებს
მთელ მსოფლიოში კოვიდგადატანილ პაციენტებზე პრაქტიკოსი ექიმების დაკვირვებებმა აჩვენა, რომ კორონავირუსი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ჯანმრთელობას.
კორონავირუსის ინფექცია  გართულებებს იწვევს არა მხოლოდ მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში, არამედ იმ შემთხვევაშიც, როცა კოვიდინფექცია  მსუბუქი ფორმით გამოვლინდა. შესაბამისად, დროთა განმავლობაში პაციენტებს შეიძლება აღენიშნოს ჯანმრთელობის პრობლემები.
ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული დაავადებების გამწვავება და შეარყიოს პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობაც. დაავადების ფონზე ზოგიერთს უვითარდება დეპრესია, შფოთვა ან აპათია და იმ შემთხვევაშიც როდესაც პაციენტი გამოჯანმრთელებულად ითვლება, გარკვეული ჩივილები მაინც ჩნდება, რომელთა შორის აღსანიშნავია:
• სახსრებისა და კუნთების ტკივილი (ხერხემლისა და სახსრების დაავადებები);
• დაღლილობის შეგრძნება;
• ზოგადი სისუსტე;
• თავის ტკივილი;
• ყნოსვისა და გემოს აღქმის შესუსტება;
• ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება;
• მეხსიერების დაქვეითება;
• ძილის დარღვევა;
• დეპრესია;
• ფსიქოლოგიური პრობლემები;
• სუნთქვის უკმარისობა;
• მშრალი ხველა და სხვა.
კორონავირუსი ასევე იწვევს სპინალური პათოლოგიების გამწვავებას. პაციენტებს მძიმე ინფექციის ფონზე უმძაფრდებათ ანთებითი პროცესები ხერხემლის არეში. ამ პროცესის მთავარი მიზეზი იმუნიტეტის მნიშვნელოვანი დაქვეითებაა.
COVID-19 ზრდის ძვალ-სახსროვანი სისტემის პათოლოგიების რიცხვს. ბოლო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა პაციენტების რაოდენობა  მალთაშუა დისკების თიაქრით, ზურგის არხის სტენოზით, კოქსართროზით (თეძოს სახსრის ართროზი).
პანდემიამ და თვითიზოლირებამ ადამიანების ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვია. ექიმები აღნიშნავენ გულსისხლძარღვთა, სასუნთქი ორგანოებისა და ენდოკრინული დაავადებების მატების შესახებ. ექიმებმა დაასახელეს დაავადებათა სიხშირის ზრდის რამდენიმე მიზეზი. პირველ რიგში, იზოლაციის პირობებში, შეზღუდულ სივრცეში ხალხს არ ჰქონდა სპორტით დაკავების შესაძლებლობა და დაბალმა ფიზიკურმა დატვირთვამ უარყოფითად იმოქმედა კუნთოვანი სისტემის მდგომარეობაზე. მეორეც, ბევრმა პაციენტმა მოიმატა წონაში, რაც ასევე საზიანოა ხერხემლისთვის.

წყალტუბო მსოფლიო მნიშვნელობის კურორტია. იგი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს, ქუთაისიდან 7 კმ-ით არის დაშორებული, თბილისიდან – 250 კმ-ით, ხოლო შავი ზღვიდან - 70 კმ-ით, იგი ზღვის დონიდან 95-120 მ-ზე მდებარეობს. თუ კი სადმე მართლაც არსებობს ნამდვილი და არა ზღაპრული უკდავების წყარო - იგი აქ, წყალტუბოში ამოსჩქეფს დედამიწის გულიდან. წყალტუბოს მინერალური წყალი გამოირჩევა საკმაოდ მყარი ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით. იგი მიეკუთვნება სუსტადრადონიან (1-2,7 ნკი/ლ; ან 3-7,5 ერთ. მახე; ან 40-100 ბკ), ქლორიან-ჰიდროკარბონატიან-სულფატურ, ნატრიუმიან-მაგნიუმიან-კალციუმიან წყლებს, საერთო მინერალიზაციით 0,7-0,8 გ/ლ. მინერალური წყლების მაღალეფექტური სამკურნალო-პროფილაქტიკური მოქმედება განპირობებულია მათი ურთულესი შემადგენლობით და მარილოვანი შემადგენლობის ძირითადი კომპონენტების თავისებური შეხამებით. წყლების ბუნებრივი ტემპერატურა (+33-35°C) საშუალებას იძლევა, წყალი წინასწარი შეთბობის გარეშე გამოვიყენოთ.
წყალტუბოს მინერალური წყაროები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიური მიკროელემენტებს: იოდს, ბრომს, მარგანეცს, ლითიუმს, ბორს, თუთის, სტრონციუმს, სპილენძს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობის საქმეში.

რადონით გამოწვეული სამკურნალო ეფექტები.

რადონის მოქმედება ცოცხალ ორგანიზმზე მრავალწახნაგაა. არ არსებობს არც ერთი უჯრედი, არც ერთი სისტემა, რომელზედაც არ ზემოქმედებდეს რადონი. სხვადასხვა დაავადებებისას პირველ ადგილზე რადონის პროცედურების სამკურნალო ქმედებების სხვადასხვა ასპექტები გამოდის.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებებისას:
რადონის პროცედურების მიღებას მივყავართ ანთებითი პროცესების შემცირებისაკენ და დაზიანებულ სახსრებში მოქნილობის მომატებისაკენ, ტკივილის სინდრომის შემცირებისაკენ, აგრეთვე ავლენს მადესენსიბილიზირებელ ეფექტს (ალერგიის მოხსნა).
გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისას:
რადონოთერაპია იწვევს გულის კუნთის გაუმჯობესებულ კვებას, არტერიალური წნევის ნორმალიზირებას (შემცირება ჰიპერტონიისას და მომატება ჰიპოტონიისას), პულსის გაიშვიათებას და გულის ამოვარდნილობის ძგერითი და წუთიერი მოცულობის გაზრდას.
ნერვული სისტემის დაავადებებისას:
რადონის პროცედურებს ახასიათებთ გამოკვეთილი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. რადონის მიღება  ნერვში აქრობს ანთებით პროცესებს, აჩქარებს ნერვული ქსოვილის რეგენერაციას. რადონს აქვს გამოკვეთილი სედატიური (დამაწყნარებელი) მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
ქალის სასქესო სისტემის დაავადებებისას:
რადონოთერაპია იწვევს მცირე მენჯის ორგანოების სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, კანის მგრძნობელობის ზღვრის მომატებას, მნიშვნელოვან ანთების საწინააღმდეგო და მაანალგეზირებელ ეფექტს. ეს კეთილისმყოფელად მოქმედებს  ავადმყოფთა საერთო მდგომარეობაზე, მენსტრუალურ და რეპროდუქციულ ფუნქციებზე, კვერცხუჯრედების ჰორმონალურ ფუნქციაზე, შემჩნეულია დადებითი ეფექტი საშვილოსნოს და კლიმაქტერიული სისხლდენებისას, მცირე მენჯში ანთებითი პროცესებისას ჩერდება ფიბრომიომის ზრდა, თუ მისი სიდიდე არ აღემატება სამთვიანი ორსულობის სიდიდეს.
უროლოგიური დაავადებებისას:
უროლოგიური დაავადებებისას პირველ ადგილზე გამოდის ანთების საწინააღმდეგო, მაანალგეზირებელი, ბაქტერიოსტატიკური (ბაქტერიების ზრდის შემაჩერებელი) სპაზმოლიტური მოქმედება, ძლიერდება ნაღვლის გამომყვანი გზების გლუვი მუსკულატურის შემამცირებელი ფუნქცია, მცირდება სისხლში შარდის მჟავის დონე.
კუჭ-ნაწლავის დაავადებებისას:
რადონის წყლის სმა ააქტიურებს კუჭის ლორწოვანი გარსის რეგენერაციას (აღდგენას) რეზექციის შემდგომ, აჩქარებს კუჭისა და ნაწლავის წყლულის შეხორცებას, ამცირებს მჟავიანობას კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობისას.
გარდა აღნიშნულისა:
რადონი დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესზე.
მცირდება ორგანიზმის სპეციფიკური რეაქტიულობა (ალერგია) და იზრდება არასპეციფიკური რეაქტიულობა (იმუნიტეტი).
იზრდება ორგანიზმის მედეგობა ინფექციური დაავადებების მიმართ.
ძლიერდება კიბოს საწინააღმდეგო იმუნიტეტი.
რადონის აბაზანები აჩქარებენ კანის ეპითელიზაციას დამწვრობების დროს.
რადონის მიღებისაგან თერაპიული ეფექტის ვადები დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე, მის სტადიასა და ორგანიზმის მდგომარეობაზე. ის იწყება მკურნალობის კურსის გავლისას, აღწევს თავის მაქსიმუმს 1,5-2 თვის შემდეგ და გრძელდება ნახევარი წლიდან წელიწადნახევრამდე.

აღიდგინე ჯანმრთელობა

სს „ბალნეოსერვისის“  სამკურნალო -სარეაბილიტაციო ცენტრები , კოვიდის გადატანის შემდეგ - ჯანმრთელობის ოაზისია 

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ხარისხის მენეჯმენტის საერთაშორისო სერთიფიცირების სისტემის ISO 9001:2015 სერთიფიკატის მფლობელი, სახელგანთქმული სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი - სს "ბალნეოსერვისი"-ს ლეგენდარული №6 წყარო (ე.წ. „სტალინის აბაზანა“)   1951 წლის 1 იანვარიდან ფუნქციონირებს.
2018 წელს ბალნეოკურორტი სრულად განახლდა, შენარჩუნდა ისტორიული ძეგლის იერსახე და ორიგინალური არქიტექტურა.  სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი და  აღჭურვილობა აკმაყოფილებს ყველა თანამედროვე სტანდარტს. დაწესებულებაში განთავსებულია ექიმ-სპეციალისტთა კაბინეტები, მინერალური წყლის აბაზანების, ჰიდრომასაჟის, სამკურნალო ფიზკულტურის, ხერხემლის გაჭიმვის, ჰელოიდოთერაპიის, ჰიდროკოლონოთერაპიის, ელექტროთერაპიის, სამკურნალო მასაჟის და სხვა საპროცედუროები.
„ბალნეოკურორტ წყალტუბო“-ს სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრებში გამოიყენება სხვადასხვა სახის 17 სამკურნალო პროცედურა. ყველა პაციენტისთვის ექიმი ადგენს მკურნალობის ინდივიდუალურ პროგრამას. სამკურნალო პროცედურების რაოდენობა და სახეობები განისაზღვრება ექიმის მიერ - პაციენტის ასაკის, ძირითადი და თანამდევი დაავადების მიმდინარეობისა და მისი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით.
სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრში  საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდოლოგიური რეკომენდაციების მიხედვით შემუშავებულია COVID-19 დაავადების შემდგომი სარეაბილიტაციო  პროგრამა.

კურორტზე გამაჯანსაღებელი მკურნალობა ემყარება ბალნეოლოგიის საუკეთესო ტრადიციებსა და თერაპიის თანამედროვე მეთოდებს. ცენტრში მკურნალობა ეფექტურია  ყველა პაციენტისთვის, ვინც გადაიტანა ახალი კორონავირუსი. მათთვის, ვინც მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექცია გადაიტანა სერიოზული გართულებების გარეშე, საკურორტო მკურნალობა მიზანშეწონილია გამოჯანმრთელებიდან პირველი 2 თვისგანმავლობაში, ხოლო იმ პაციენტებისთვის, რომელთაც სჭირდებათ მკურნალობა კლინიკაში, სარეაბილიტაციო მკურნალობა კურორტზე ეფექტურია კლინიკაში მკურნალობის შემდეგ.

კურორტ წყალტუბოში COVID-19- ის შემდგომი მკურნალობის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:

• ადრეული და გვიანი გართულებების პროფილაქტიკა;
• სხეულის ადაპტაციური და კომპენსატორული შესაძლებლობების გაზრდა;
• ფიზიკური დატვირთვებისადმი სხეულის ტოლერანტობის აღდგენა;
• მცირე ნევროლოგიური დარღვევების გამოსწორება;
• იმუნოლოგიური რეაქტიულობის აღდგენა;
• ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის სტაბილიზაცია;
• ფილტვების ქსოვილის, სასუნთქი გზების გამტარობისა და სტრუქტურის აღდგენა;
• აირცვლის გაძლიერება.
თერმული წყალი, ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სამკურნალო ფაქტორია მსოფლიოს გამაჯანსაღებელ კურორტებზე. ამასთან, კურორტ წყალტუბოს თერმული წყალი მრავალფუნქციურია, რადგან მას აქვს ზოგადი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ანადგურებს ორგანიზმში არსებულ ბაქტერიებს და იწვევს იმუნური სისტემის სტიმულაციას. რესპირატორული სისტემის ორგანოების მკურნალობისას, ექიმი ნიშნავს არამხოლოდ ინჰალაციებს, არამედ თერმული მინერალური წყლის აბაზანებსაც.
ინჰალაცია ასტიმულირებს ნახველის გამოყოფას და ასუფთავებს სასუნთქ გზებს გარე აგენტებისგან (ყვავილის მტვერი, ვირუსები, ბაქტერიები), ხოლო მინერალური წყლების აბაზანებს გააჩნია მატონიზირებელი მოქმედება და ასტიმულირებს ანთების საწინააღმდეგო ცილებსა და იმუნური სისტემის უჯრედებს.

სასუნთქი სისტემის ნორმალური ფუნქციონირების აღსადგენად თერმული აბაზანების გარდა, ექიმები ასევე ნიშნავენ სამკურნალო ტალახის პროცედურებს. ტალახის წერტილოვანი (ადგილობრივად) გამოყენება ააქტიურებს გულმკერდის კუნთებს და აღადგენს სხეულის დამცავ ძალებს.
ამრიგად, ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები ჯანმრთელობის აღდგენის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. სამკურნალო-თერმული წყლები, ტალახი და სუფთა ჰაერი - ეფექტურ თერაპიულ გავლენას ახდენს ადამიანის სხეულის სხვადასხვა სისტემაზე და ხელს უწყობს მათ გამოჯანმრთელებას.

კოვიდ-19-ის დაავადების გადატანის შემდგომი გართულებების კომპლექსური სანატორულ-საკურორტო პროგრამა, სამკურნალო-სარეაბილიტაციო  კურსი

კოვიდ-19-ის გადატანისშემდგომი გართულებების კომპლექსური სანატორულ-საკურორტო პროგრამა:
1. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის;
2. გულსისხლძარღვთა სისტემის; 
3. ნერვული სისტემის; 
4. ორგანიზმის იმუნური სისტემის დაქვეითების. 
პროგრამა გათვლილია 21, 14 და 7 დღეზე. 
მკურნალობის პროგრამა მოიცავს შემდეგ სამკურნალო პროცედურებს:
1. მინერალური წყლის აბაზანა ინდივიდუალურ კაბინაში;
2. სამკურნალო ფიზკულტურა აუზში; 
3. ჰიდრომასაჟი მინერალურ წყალში;
4. ცირკულარული შხაპი;
5. სამკურნალო კლასიკური მასაჟი (სრული);
6. ზედა სასუნთქი გზების ინჰალაცია;
7. ელექტროთერაპიული პროცედურები;
8. სამკურნალო ტალახის აპლიკაციები (პელოიდოთერაპია);
9. ჰიდროკოლონოთერაპია;
10. ექიმის კონსულტაცია.

სამკურნალო-აღდგენითი პროცედურების აღწერა:

1. მინერალური-რადონული წყლის აბაზანა
პროცედურა ტარდება მინერალური-რადონული წყლის გამოყენებით, რომლის ბუნებრივი ტემპერატურა (34-35°C) ხელს უწყობს ფორების გაფართოებას, რაც, თავის მხრივ, წყალში არსებული იონებისა და აქტიური ნივთიერებების ორგანიზმში ადვილად შეღწევის საშუალებას იძლევა. პროცედურის დამამშვიდებელი მოქმედება ხელს უწყობს სტრესისა და კუნთების დაძაბულობის მოხსნას, აუმჯობესებს ძილსა და გუნება-განწყობილებას, ორგანიზმიდან გამოდევნის მავნე ნივთიერებებსა და ტოქსინებს.
2. ჰიდრომასაჟი / წყალქვეშა მასაჟი
მასაჟის ნაირსახეობაა, რომელიც ხორციელდებას წყალში სპეციალურ დანადგარში. ეს პროცედურა ადამიანის სხეულზე ახდენს მიზანმიმართულ თერაპიულ ეფექტს მაღალი წნევით მიწოდებული წყლის ნაკადის/ჭავლის გამოყენებით. 
ჰიდრომასაჟი, ძალიან ეფექტური პროცედურაა მეტაბოლიზმის დარღვევების, ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, შინაგანი ორგანოების დაავადებებისა და პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიების სამკურნალოდ.
ჰიდრომასაჟის დანადგარში, ადამიანის სხეული, თითქმის უწონობის მდგომარეობაში იმყოფება. კუნთების მაქსიმალურ მოდუნებას, ხელს უწყობს წყლის კომფორტული ტემპერატურა. ვიბრაციული მასაჟი, ღრმად და უმტკივნეულოდ მოქმედებს მოდუნებულ კუნთებზე და მათზე ახდენს მექანიკურ და თერმულ ზემოქმედებას, ხოლო მინერალური წყლის გამოყენებისას - ქიმიურ ზემოქმედებასაც.
3. ინჰალაცია
ინჰალაცია ერთ–ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული პროცედურაა როგორც სამკურნალო, ასევე პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო მიზნებისთვის. წყალტუბოს მინერალური წყლები მდიდარია სასარგებლო იონებით, სხვადასხვა მიკროელემენტებით და ბიოლოგიურადა ქტიური ნივთიერებებით, რაც ინჰალაციის პროცედურას ძალზე ეფექტურს ხდის. ამ პროცედურის დროს, როდესაც მინერალური წყალი ორთქლდება და ვრცელდება, სასარგებლო ნივთიერებები ადვილად აღწევს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვან გარსში, რაც აძლიერებს სისხლის მიმოქცევასა და ვირუსით დაზიანებული ეპითელიუმის რეგენერაციის (აღდგენის) პროცესს.
4. ჰიდროკოლონოთერაპია (მსხვილი ნაწლავის დეტოქსიკაციური თერაპია მინერალური წყლით)
ჰიდროკოლონოთერაპია არის მსხვილი ნაწლავის ღრმა გამორეცხვის პროცედურა, რომელიც ფართოდ გამოიყენება როგორც სამკურნალო, ასევე გამაჯანსაღებელი მიზნებისათვის. პროცედურა ტარდება მინერალური წყლით, რომლის ქიმიური შემადგენლობაც, განსაზღვრავს მის ეფექტურობას. პროცედურის შედეგად ნორმალიზდება საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა, სხეულიდან გამოიყვანება ტოქსინები, მცირდება ალერგიული რეაქციები, უმჯობესდება კანის ტონუსი, ქრება ქრონიკული დაღლილობის სინდრომი და ძლიერდება იმუნიტეტი.
5. სამკურნალო კლასიკური და გამაჯანსაღებელი მასაჟი
მასაჟი არის ადამიანის ფიზიკური, გონებრივი და ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა. პროცედურა გამოიყენება სამკურნალო, სარეაბილიტაციო და რელაქსაციის მიზნით, დადებითად მოქმედებს კუნთოვან, ნერვულ და საჭმლის მომნელებელ სისტემებზე. პროცედურა აუმჯობესებს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას, რაც უზრუნველყოფს ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებას და აუმჯობესებს მათ ფუნქციონირებას. მასაჟი ხსნის კუნთების დაძაბულობას, აძლიერებს ჯირკვლების სეკრეტორულ ფუნქციას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და შინაგანი ორგანოების მუშაობას, ხსნის დაღლილობას, სტრესს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს გუნება-განწყობასა და ძილს.
6. ელექტროთერაპია
სამკურნალოდ გამოიყენება სხვადასხვა სახის ელექტრონული დენი, რომლიც აუმჯობესებს ქსოვილებში სისხლის მიმოქცევას, ამსუბუქებს კუნთების დაძაბულობას ან პირიქით - აკომპენსირებს კუნთების არასაკმარის ტონუსს, ხსნის ან ამსუბუქებს ტკივილს და თრგუნავს ანთებით პროცესებს. ელექტრონული დენის კონკრეტული პარამეტრების არჩევისას, პროცედურა ეფექტურია საყრდენ-მამოძრავებელისი სისტემის დაავადებების, სისხლის მიმოქცევის დარღვევების, ქრონიკული ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების მკურნალობისას, პოსტოპერაციული მდგომარეობისას, ქრონიკული გინეკოლოგიური და უროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ, საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი სისტემების, კანისა და სხვა დაავადებების დროს. 
7. ცირკულარული შხაპი
ცირკულარული შხაპის განსხვავებულად მიმართული ჭავლი გამაჯანსაღებელ გავლენას ახდენს არამხოლოდ კანის ზედა საფარზე. წყლის ძლიერი წნევის გამო ის ზემოქმედებს როგორც კანქვეშა ურედებზე, ასევე კუნთოვან ქსოვილზეც. კომპლექსში ასეთი პროცედურა იწვევს სხეულის ტონუსის საერთო ზრდას. ამის შედეგად ხდება რეგენერაციის პროცესების გააქტიურება და კანის გამკვრივება. ცირკულარული შხაპის პროცედურების რეგულარული  გამოყენება აქტიურ გავლენას ახდენს ადამიანის იმუნურ სისტემაზე. იზრდება სხეულის დამცავი თვისებები, იწყება ინტერფერონის ბუნებრივი წარმოების პროცესი. ეს შედეგები  საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ აღნიშნული პროცედურა ვირუსული და მწვავე რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკისათვის. შხაპი აუმჯობესებს  ძილის ხარისხს და საშუალებას იძლევა ორგანიზმი გათავისუფლდეს გამაღიზიანებელი ემოციური მდგომარეობისგან. 
8. სამკურნალო ტალახის აპლიკაციები (პელოიდურითერაპია)
ტალახის ადგილობრივი აპლიკაცია, ტალახით მკურნალობის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია; ის ინიშნება დაავადებების ფართო სპექტრისთვის. სამკურნალო ეფექტის უზრუნველსაყოფად საკმარისია ტალახის ადგილობრივად ანუ უშუალოდ დაზიანებულ ადგილზე გამოყენება/დატანა.
ტალახის აბაზანებისგან განსხვავებით, აპლიკაციები საშუალებას გვაძლევს შევამციროთ დატვირთვა გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინული სისტემებზე, ამასთან მაღალი მათი სამკურნალო ეფექტი.
ხელოვნური წამლებისგან განსხვავებით, პელოიდებს არ გაჩნით გვერდითი მოვლენები, ხოლო მათი გამოყენების უკუჩვენებები - მცირეა. სამკურნალო ტალახის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში, რაც მნიშვნელოვანია ბავშვებისა და მოხუცებისათვის, რომლებსაც აქვთ უკუჩვენებები მკურნალობის კლასიკური მეთოდების გამოყენებისას.
სამკურნალო ტალახის გამოყენების ჩვენებები ფართოა და ძნელია ჩამოთვალო ყველა ის დაავადება, რომლის დროსაც მიზანშეწონილია მათი გამოყენება. ძირითადად ესენია: ძვალ-კუნთოვანი, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებები, ენდოკრინული, დერმატოლოგიური და სხვა დაავადებები.

9. სამკურნალო ტანვარჯიში აუზში
აუზში სამკურნალო ვარჯიშების ჩატარებას გააჩნია რიგი თვისობრივი უპიტესობები, სავარჯიშო დარბაზში ჩატარებულ "მშრალ" ვარჯიშებთან შედარებით წყალს შეუძლია, მნიშვნელოვნად შეამციროს გრავიტაციის ზეგავლენა ადამიანის სხეულზე. ამის წყალობით წყალში შესაძლებელი ხდება იმ მოძრაობებისა და ვარჯიშების შესრულება, რომელთა გაკეთებაც რთულია ჩვეულებრივ პირობებში. წყლის ამომგდები ძალა ამცირებს დატვირთვას ხერხემალსა და სახსრებზე, რაც მოძრაობის დაქვეითებული დიაპაზონის აღდგენის საშუალებას იძლევა.
წყლის წინააღმდეგობა მოძრაობის დროს, მისი მოქმედება კანზე, ჰიდროსტატიკური წნევა სხეულის უფრო ღრმად მდებარე სტრუქტურებზე ასტიმულირებს ტვინის იმ სფეროების ჰარმონიულ განვითარებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გარემო სამყაროს აღქმაზე და ფიზიკურ დატვირთვაზე. წყალში უწონადობის შეგრძნებას აქვს ძლიერმომადუნებელი ეფექტი, რაც საშუალებას იძლევა შემცირდეს კუნთების ჰიპერტონუსი და მოდუნდეს სპაზმური კუნთები. საერთო რელაქსაცია დადებითად მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ამცირებს სტრესულ მოვლენებს, ამცირებს შფოთვასა და დაძაბულობას.
ინდივიდუალური მკურნალობის გეგმაში ექიმის მიერ შესაძლებელია შევიდეს ცვლილებები და კორექტირებები კლინიკური და ლაბორატორიული კვლევების შედეგების, უკუჩვენებებისა და პაციენტის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით. ეფექტური მკურნალობისთვის მიზანშეწონილია კურორტზე გამგზავრებისას თან იქონიოთ: ადრე გაკეთებული სამედიცინო გამოკვლევების მონაცემები, KT / MRT კვლევების დასკვნები, ამონაწერი ავადმყოფობის ისტორიიდან.

კოვიდგადატანილი პაციენტების სარეაბილიტაციო პროგრამის ღირებულება სასტუმროსა და კვების გარეშე:

• 21 დღიანი პროგრამა – 1599 ლარი;
• 14 დღიანი პროგრამა – 1340 ლარი;
• 7 დღიანი პროგრამა – 900 ლარი.
რა სერვისები შედის კოვიდგადატანილი პაციენტების სარეაბილიტაციო პროგრამის სრულ პაკეტში: 
1. დაბინავება შერჩეული კატეგორიის სასტუმროში:
• „ცენტრალი“;
• „წყალტუბო პლაზა;
• „ოაზისი“;
• „პრომეთე“;
• „ნიკალა“;
• „ვიტა გარდენია“.
2. სამჯერადი კვება;
3. სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროცედურები ბალნეოლოგიურ ცენტრში: 
• მინერალური წყლის აბაზანა ინდივიდუალურ კაბინაში;
• სამკურნალო ფიზკულტურა აუზში - ჯგუფური; 
• ჰიდრომასაჟი მინერალურ წყალში;
• ცირკულარული შხაპი; 
• კლასიკური სამკურნალო მასაჟი (სრული); 
• ზედა სასუნთქი გზების ინჰალაცია; 
• ელექტროთერაპიული პროცედურები; 
• სამკურნალო ტალახის აპლიკაციები (პელოიდოთერაპია); 
• ჰიდროკოლონოთერაპია (კუჭნაწლავის ღრმა გამორეცხვა).
4. ექიმის კონსულტაცია და მეთვალყურეობა მკურნალობა-რეაბილიტაციის მთელი კურსის განმავლობაში;

კოვდგადატანილი პაციენტების სარეაბილიტაციო პროგრამის სრული პაკეტის ღირებულება (მკურნალობა+სასტუმრო+სამჯერადი კვება):

• 21-დღიანი პაკეტი ერთადგილიან ნომერში - 3279 ლარიდან 8436 ლარამდე სასტუმროს მიხედვით;
• 21-დღიანი პაკეტი ორადგილიან ნომერში - 6138 ლარიდან 13003 ლარამდე სასტუმროს მიხედვით (ფასი ორ პერსონაზე);
• 14-დღიანი პაკეტი ერთადგილიან ნომერში - 2460 ლარიდან 5938 ლარამდე სასტუმროს მიხედვით;
• 14-დღიანი პაკეტი ორადგილიან ნომერში - 4600 ლარიდან 9217ლარამდე სასტუმროს მიხედვით (ფასი ორ პერსონაზე);
• 7-დღიანი პაკეტი ერთადგილიან ნომერში - 1460 ლარიდან 3199 ლარამდე სასტუმროს მიხედვით;
• 7-დღიანი პაკეტი ორადგილიან ნომერში - 2780 ლარიდან 5069 ლარამდე სასტუმროს მიხედვით (ფასი ორ პერსონაზე).

სტატიის ავტორი ბალნეოკურორტი-წყალტუბო, 2021-07-24