balneoresort

 

„ბალ­ნე­ო­კუ­რორ­ტი წყალ­ტუ­ბოს“, ბევ­რი დამ­სვე­ნებ­ლი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი, მე-6 აბა­ზა­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და ორ­გა­ნი­ზე­ბით 6-7 აპ­რილს ორ დღი­ა­ნი მე­დია-ტური გა­ი­მარ­თა. სტუმ­რებ­მა 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ი­ნა­ხუ­ლეს წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ვი ად­გი­ლე­ბი, პრო­მე­თეს მღვი­მე წყალ­ტუ­ბოს ტუ­რიზ­მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ეგი­დით, ოტია იო­სე­ლი­ა­ნის სახლ-მუ­ზე­უ­მი და რა თქმა უნდა, მათ ჰქონ­დათ სა­შუ­ა­ლე­ბა ად­გილ­ზე გაც­ნო­ბოდ­ნენ „ბალ­ნე­ო­კუ­რორ­ტი წყალ­ტუ­ბოს“ უნი­კა­ლუ­რი რა­დო­ნუ­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ და სამ­კურ­ნა­ლო პრო­ცე­დუ­რებს. სტუმ­რე­ბის გან­თავ­სე­ბა­ზე იზ­რუ­ნა ტუ­რის­ტე­ბი­სათ­ვის ერთ-ერ­თმა ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნად­მა სას­ტუმ­რო „პრო­მე­თემ“, რო­მე­ლიც სულ რა­ღაც 200 მეტ­რის მო­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს წყალ­ტუ­ბოს რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნი­სა და მე-6 აბა­ზა­ნი­დან, ხოლო მათი ტრან­სპორ­ტი­რე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო „ჯორ­ჯი­ან ბას­მა“ უახ­ლე­სი ავ­ტო­ბუ­სით #იმოგ­ზა­უ­რე­ვი­სოლ­თა­ნერ­თად კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში. მე­დია-ტუ­რის მი­ზა­ნი იყო პრე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ახ­ლოს გაც­ნო­ბოდ­ნენ კუ­რორ­ტის სპე­ცი­ფი­კას და ჰქო­ნო­დათ სწო­რი წარ­მოდ­გე­ნა მის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და უნი­კა­ლუ­რო­ბა­ზე.

 

„მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტში „ბალ­ნე­ო­კუ­რორ­ტი წყალ­ტუ­ბო“ მიწ­ვე­უ­ლი იყო სა­ბერ­ძნეთ­ში გა­მარ­თულ ევ­რო­პუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი თერ­მუ­ლი ქა­ლა­ქე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის ყრი­ლო­ბა­ზე, სა­დაც დღეს უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რი წევ­რო­ბა მი­ე­ნი­ჭა. შე­ფა­სე­ბის ერთ-ერთი კრი­ტე­რი­უ­მი გახ­ლდათ ის, რომ კუ­რორ­ტი უნდა ყო­ფი­ლი­ყო მი­ნი­მუმ 100 წლის, წყალ­ტუ­ბო კი, რო­გორც სამ­კურ­ნა­ლო პუნ­ქტი, უკვე მე-8 – მე-9 სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან სარ­გებ­ლობ­და პო­პუ­ლა­რო­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ დიდი სი­ა­მა­ყით წარვსდე­ქით ჟი­უ­რი­სა და შემ­ფა­სებ­ლე­ბის წი­ნა­შე. დღეს „ბალ­ნე­ო­კუ­რორ­ტი წყალ­ტუ­ბო“ აღ­ჭურ­ვი­ლია ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი უახ­ლე­სი სამ­კურ­ნა­ლო ტექ­ნი­კით და ით­ვლის ათო­ბით მა­ღა­ლი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნალ ექთან­სა და ექიმს. აქ მკურ­ნა­ლო­ბენ: საყ­რდენ-მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი აპა­რა­ტის, გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის, ცენ­ტრა­ლუ­რი და პე­რი­ფე­რი­უ­ლი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის, გი­ნე­კო­ლო­გი­ურ, ურო­ლო­გი­ურ, კა­ნის და ენ­დოკ­რი­ნულ და­ა­ვა­დე­ბებს.

მოქ­მე­დებს სხვა­დას­ხვა ტი­პის ფას­დაკ­ლე­ბე­ბი, ასე­ვე გვაქვს წო­ნის კო­რექ­ცი­ის კურ­სიც, რომ­ლის პო­პუ­ლა­რო­ბა დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა.

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვი ფაქ­ტია, რომ ყო­ველ­წლი­უ­რად საგ­რძნობ­ლად იმა­ტებს უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ჩვე­ნი კომ­პლექ­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს ქვეყ­ნის სა­მე­დი­ცი­ნო ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ასე რომ, ჩვენ ნამ­დვი­ლად გვე­მა­ყე­ბა ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი და დღეს ევ­რო­პუ­ლი თერ­მუ­ლი გზა დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად გა­დის უკვე წყალ­ტუ­ბო­ზეც“, – აცხა­დებს ბალ­ნე­ო­კუ­რორ­ტი წყალ­ტუ­ბოს მარ­კე­ტინ­გი­სა და PR-ის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი სა­ლო­მე ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სათ­ვის კომ­პლექ­სის შე­სა­ხებ შე­გიძ­ლი­ათ ეწ­ვი­ოთ ვებ-გვერდს: www.balneoresort.ge ; ხოლო სას­ტუმ­როს შე­სა­ხებ – www.prometheus.ge

2017 წელს იმერეთის რეგიონი გახდა ევროპული ისტორიული თერმულო ქალაქების ასოციაციის წევრი.

სტატიის ავტორი , 2021-02-07